ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება და არ მთავრდება, ფული კი იფლანგება. ისინი აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს იზიარებენ და პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას აკისრებენ.

„აუდიტის დასკვნაში მცირე ნაწილია გადმოცემული, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წლების წინ დაიწყო, თანხის გაფლანგვის გამო, გაჩერებულია. „ქართული ოცნება“, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი თავს იწონებენ იმით, რომ ყველა მშენებელ კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტეს და სასამართლოშია საქმე, ეს არის მათი პასუხი. უნიათობასთან, ერთად კორუფცია მძვინვარებს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ირაკლი კაკულიამ უნდა აიღოს, რადგან იმ პერიოდში ქალაქის მერი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია აუდიტის სამსახურის დასკვნას ეთანხმება. მისი თქმით, რეკომენდაციები გასათვალისწინებელია.

„აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ეს გასათვალისწინებელია. ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, მას ყოველთვის აქვს პატარა ხარვეზები, რაც ასახულია კიდეც დასკვნაში. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული ხარვეზები გამოასწოროს“, - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა