ბათუმი-ჩაქვის ცენტრალური საავტომობილო გზა პარალიზებულია

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალური საავტომობილო გზა პარალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ტრაილერი მახინჯაურის მონაკვეთზე მატარებლის ხიდის ქვეშ გასვლისას ვერ გაეტია და გზა ჩახერგა.
ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სატვირთო ავტომობილის მატარებლის ხიდიდან გატარებას ცდილობენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპირტო მოძრაობა შეზღუდულია.

























