წალენჯიხის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ პრიორიტეტები აირჩია

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჯერად კრებები სოფელ ფახულანში, წყოუშში, ქალაღალში, ჭალეში, ეწერფერდში, ოლორში, ნაშამგუსა და მუჟავაში ჩატარდა. სოფლებში ჩატარებულ კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და წალენჯიხის მერის მოადგილე გიორგი ლუკავა დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

მოსახლეობის უმეტესობამ ფახულანში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენას, ჭაბურღილის მოწყობას და თერმული აპარატის შესყიდვას დაუჭირა მხარი.

წყოუშის მოსახლეობის უმეტესობამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და წისქვილის აღდგენას მისცა ხმა.