ზურაბ აბაშიძე - ჩვენი შეხვედრის დროს კარასინს ასეთი რედაქციით არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის „შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში“

ჩვენი შეხვედრის დროს გრიგორი კარასინს ასეთი რედაქციით არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის „შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში“ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. აბაშიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა კარასინი, როდესაც „შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებზე“ საუბრობდა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ზურაბ აბაშიძე იმ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დააყენა.

„ჩვენი ფორმატი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული პრობლემები და ამაზეა აქცენტიებული პრაღის შეხვედრები და დიალოგი, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრის დასაწყისში ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მოვიყვანეთ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უგულველყოფის კონკრეტული მაგალითები. ამ კონტექსტში თქვა, რომ პრობლემის მთავარი განსახილველი ფორმატია ჟენვის საერთაშორისო კონსულტაციები.

ეს კომენტარი მან ჟურნალისტთან საუბერისას გააკეთა და მე ეს არ მომისმენია. ჩვენი საუბრის დროს ასეთი „რედაქციით“ არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის ამ განცხადებაში“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ აფრთხილებს. აღნიშნული განცხადება, რუსმა დიპლომატმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას გააკეთა, თუმცა კონკრეტულად რა უსიამოვნო მოულოდნელობაზეა საუბარი, არ აღუნიშნავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა