კახა კალაძე - უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რომელსაც თბილისში გამწვანების მიმართულებით ვახორციელებთ

ქალაქში უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რომელსაც ჩვენ გამწვანების მიმართულებით ვახორციელებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების მიერ გამწვანების მიმართულებით გაწეული სამუშაოები საკმარისი არ არის და „სამომავლოდ მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება“.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრიორიტეტი არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ამ მიმართულებით მუშაობა საკმაოდ კომპლექსურია. ქალაქში უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რომელსაც ჩვენ გამწვანების მიმართულებით ვახორციელებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ამით ვერ დავკმაყოფილდებით. მნიშვნელოვანია, სხვა მიმართულებებისთვისაც მაქსიმალური ყურადღება იყოს მიქცეული. კანონპროექტებს, რომელიც ჩვენ პარლამენტში გადავაგზავნეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს და განსაკუთრებით, გარემოს დაცვის კომიტეტს სრული მხარდაჭერისთვის. მთელი რიგი ცვლილებები შემოგვაქვს, ეს არის სამშენებლო მასალების გადატანა და მოხმარება. ბოლო დღეების განმავლობაში ამ კანონპროექტს საკმაოდ დიდი პოზიტივი მოჰყვა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი მიმართულება იმ ცვლილებების, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. სამომავლოდ მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტებს სხვა მიმართულებებითაც ვამზადებთ და პარლამენტში იქნება გადაგზავნილი. იმედი მაქვს, ამ კანონპროექტს მაქსიმალური ყურადღება და მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს