ხვალიდან ტაქსის მძღოლები მანქანის გადაღებვის და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

პირველი მარტიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ.ერთი ვაუჩერი იქნება ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მარტიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი - მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია იწყება.

„პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ამ მნიშვნელოვან რეფორმაზე. ერთი არის - მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე. ასე, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მისი გავლიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართავენ შესაბამის მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს“,- განაცხადა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება