ქეთევან ციხელაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, USAID-ში შეხვედრა გამართა

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტის მესამე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) იმყოფებოდა, სადაც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში წარმომადგენლებს ბროკ ბიერმანსა და ალექსანდ სოკოლოვსკის ამერიკაში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ საუბრის ძირითადი ნაწილი მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაეთმო. USAID-ის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე. მათ ინიციატივის მიმართ მაღალი ინტერესი და კონტრიბუციის სურვილი გამოხატეს.

თავის მხრივ, ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და კერძოდ, USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას ინიციატივის წარმატებით განხორციელების საქმეში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია