ბათუმის მერია სანაპირო ზოლზე განთავსებული უნებართვო ობიექტების გათავისუფლებას იწყებს

ბათუმის მერია სანაპირო ზოლზე განთავსებული უნებართვო ობიექტების გათავისუფლებას იწყებს, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს.როგორც უწყებაში აღნიშნეს, ობიექტების მეპატრონეებმა სამი დღის განმავლობაში დემონტაჟი უნდა განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართოდ განთავსებული ობიექტების აღებას ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენები უზრუნველყოფენ.
„უნებართვო გარევაჭრობის მონიტორინგის შემდეგ, ბათუმის მერია ქალაქის საპლაჟო ზოლში უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს აღნიშნული ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს. ობიექტების მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში, მათ ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას. მეპატრონის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება",- აცხადებენ მერიაში.

























