აჭარაში 31 ოჯახს ბინა კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, სხდომაზე რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სხდომა სასიამოვნო სიახლით გაიხსნა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ბინები კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცათ. უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება ახალი გადაწყვეტილება ფაქტობრივ მფლობელებთან დაკავშირებითაც, რაც კიდევ უფრო მეტი ოჯახის ყოფას გააუმჯობესებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქობულეთი არის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი და მუნიციპალიტეტში აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება.

„იგეგმება მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და რომელიც რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკი მოსაწყობად გამოცხადებულია ტენდერი, რაც გულისხმობს ტურისტულად აქტიური 2 840 მეტრი სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას. მთავრობას აქვს ერთიანი და პრინციპული მიდგომა ბიზნესთან. უნდა დასრულდეს შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და ყველა მათგანი განხორციელდეს წარმატებით.“-აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და ახალგაზრდობის კომპონენტის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბების საკითხი დააყენა, რაც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიმცემი გახდება. მინისტრმა ისაუბრა პეტრას ციხეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. გასულ წელს დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები, მიმდინარე წელს კი ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე, რაც ითვალისწინებს ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის განთავსებას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა წარადგინა, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

სხდომის კიდევ ერთი საკითხი სოფლის განვითარების პროგრამა იყო, იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად პროექტების შერჩევის პროცედურებზე და კრიტერიუმებზეც. მთავრობამ ქობულეთში გამოყო მიწის ნაკვეთი იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემ 200ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის სერვისით ისარგებლონ ერთიან სივრცეში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა