მერიამ 2018 წელს სასტუმროების, სავაჭრო  და საოფისე ობიექტების, მრავალფუნქციური შენობების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო

2018 წელს დედაქალაქში აშენებული საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ნახევარზე მეტი თბილისის მერიამ ექსპლუატაციაში არ მიიღო. 2018 წელს მერიაში ასეთი ადგილების ექსპლუატაციაში მიღებაზე 155 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა ნახევარზე მეტი, 88 ობიექტი დაიწუნა. ექსპლუატაციაში კი მხოლოდ 67 ობიექტი მიიღო,- ამის შესახებ bpn.ge წერს.

უწყების ინფორმაციით, ექსპლუატაციაზე უარი ძირითადად სავაჭრო დანიშნულების ობიექტებზე, მრავალფუნქციურ შენობებზე, სასტუმროებსა და ოფისებზე გაიცა. კერძოდ, შარშან მერიამ არ ჩაიბარა 17 სასტუმრო, 16 სავაჭრო დანიშნულების ობიექტი, ამდენივე მრავალფუნქციური შენობა, 7 საოფისე ობიექტი და ა.შ.

ამასთან, მუნიციპალურმა ინპექციამ ექსპლუატაციაში არ მიიღო - რამდენიმე მაღაზია და ასევე რამდენიმე კაფე-ბარი, ტექინსპექტირების ცენტრი, სპორტული დარბაზი, ბანკი, სკოლა, კოტეჯები, ატრაქციონი და ა.შ.

რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 163 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი დასკვნა მხოლოდ 87 ობიექტის შემთხვევაში გაიცა, 76 კი სამსახურმა არ ჩაიბარა.

როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, თბილისის მერიაში წარადგენენ განცხადებებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს იღებს ექსპლუატაციაში, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე. უარის თქმის მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობის და კედლების ფორმების ცვლილებებს, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე პროექტთან სხვა შეუსაბამობებს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინის ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული.

რაც შეეხება გაზის, წყლის და დენის დამონტაჟებას, ეს მერიის მოვალეობაში არ შედის და პროცესზე პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, ვინც შენობას აშენებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს