რეგიონებში პროექტ „SAY YES“ ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრები გაიმართა

რუსთავში, მცხეთასა და ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პროექტ „SAY YES“ „თქვი კი“–ს ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრები გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300 ახალგაზრდა ესწრებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლება არის საუკეთესო საშუალება განათლების ხარისხისა და სტუდენტთა კარიერული პერსპექტივის ზრდისთვის.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლება მნიშვნელოვნად ზრდის შეღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებდლო საჭიროებების მქონე პირების სოციალიზაციის ხარისხსა და დასაქმების მაჩვენებელს. დუალური განათლება მოიცავს როგორც სწავლებას ასევე, მუშაობას კომპანიებში, რომელიც არის ანაზღაურებადი.
„პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზეა შესაძლებელი. რეგისტრაცია მთელი საქართველოს მაშტაბით საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებსა და დუალური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არის შესაძლებელი.
„world vision და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანამშრომლობით პროექტის „SAY YES“ „თქვი კი“-ს ფარგლებში გაიმართა შეხვედრები. პროექტის მიზანია , დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდების, მათი ოჯახის ოჯახის წევრების შრომისუნარიანობის გაზრდა და საკუთარი ბიზნესი წამოწყების მხარდაჭერაზე. შეხვედრისას ახალგაზრდებს მივაწოდეთ ინფორმაცია დუალური განათლების განათლებას, რაც თავისთავად დაეხმარებად სამომავლოდ განვითარებაში“, - აღნიშნა world vision წარმომადგენელმა დავით დაიაურმა.
პროექტის მიზანია სოფლად მყოფი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ/სსსმ პირებისთვის განათლების უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
„ახალგაზრდებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ წარმატების დაგეგმვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უნივერსალური ფორმულა წარმატებისთვის , არსებობს გარკვეული დირექტივები, რომელიც ყველამ შეიძლება გაითავისოს და პოზიციონირება უფრო მარტივად მოახდინოს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ბრმად მისდევს პროფესიულ განათლებას,“ - აღნიშნა GI ჯგუფის ტრენერმა ანა თავაძემ.
პროექტი „SAY YES“ ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდების, მათი ოჯახის ოჯახის წევრების შრომისუნარიანობის გაზრდაზე და საკუთარი ბიზნესი წამოწყების მხარდაჭერაზე. დუალური პროფესიული განათლების აერთიანებს სწავლებას პროფესიულ სასწავლებელში და პრაქტიკულ სწავლებასა და მუშაობას კომპანიებში. ამის შედეგად სტუდენტები იღებენ სამუშაო გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ ცოდნასა და პროფესიულ კვალიფიკაციას.
„მსგავსი ტრეინინგის ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზატორების მხრიდან დუალური სწავლებაზე ცნობიერების ამაღლება მოხდა, რაც ხელს შეგვიწყობს სამომავლოდ სოციალური ცხოვრების დაგეგმვაში,“ - აღნიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა ბაჩო კირთაძემ.

























