სარფში თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნება

სარფში თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნება

სარფში თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი დაესწრებიან.

ცერემონიის დროს, შეკრებილებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერის მეშვეობით, სიტყვით მიმართავს.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი 1988 წლიდან ფუნქციონირებს.

სარფის საბაჟოს თურქეთის მხრიდან რეაბილიტაცია სამი წელია მიმდინარეობს.