გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის დღის წესრიგია, რომ ყველა გადაწყვეტილება უარყოფითად წარმოაჩინონ

ოპოზიციის დღის წესრიგია, რომ ყველა გადაწყვეტილება უარყოფითად წარმოაჩინონ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე საუბრისას განაცხადა. მან ოპოზიციას მიმართა და დედაქალაქში განხორციელებული დადებითი ცვლილებები შეახსენა.

„გაკვირვებული ვარ იმით, რომ თქვენ ბიუჯეტის ცვლილებაში დადებითი ვერაფერი დაინახეთ. უხერხულია თქვენი მხრიდან იმ საკითხების კრიტიკა, რომელთა მიღებასაც თავის დროზე თქვენც მოითხოვდით. ზონალურ პარკინგზე იყო საუბარი. ეს პოზიტიური ნაწილიც გინდათ, რომ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოთ. აქ „სითი-პარკი“ ახსენეს და მგონი უხერხულია ამ თემაზე საუბარი. ყველამ ვიცით, რომ ყოველთვიურად კერძო კომპანია თბილისის მოსახლეობისგან უდიდეს თანხებს იღებდა და ეს თანხები საზოგადოებრივ ტრანსპორტს რომ მოხმარებოდა, სრულიად სხვა მდგომარეობა გვექნებოდა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ