თორნიკე რიჟვაძე - საბაჟო სფერო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პლატფორმაა

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქული მხარის ახალი შენობის ოფიციალური გახსნა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სარფი წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, იგი აკავშირებს საქართველო-თურქეთის რესპუბლიკას ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის და თურქეთის რესპუბლიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას.

,,საბაჟო სფერო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისათვის და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

მნიშვნელოვანია სფეროს განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება. თურქეთის რესპუბლიკა არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ საბაჟო სფეროში თანამშრომლობით ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა. ახალ შენობაში ფუნქციონირებს ესკალატორები და შენობა მთლიანად არის ადაპტირებული. დაემატა ავტომანქანების გამშვები რამდენიმე ხაზი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში საშუალო მონაცემებით საზღვარს ყოველდღიურად კვეთს 1000-მდე სატვირთო ავტომანქანა, 2000-მდე მსუბუქი ავტომანქანა, 400-მდე ავტობუსი და 25000-მდე ფეხით მოსიარულე.

თურქეთის მხარეს ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება ბიძგს მისცემს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ზრდას. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია არის რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველო-თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა