ფოთის თეატრის ავარიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ავარიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ქალქის მერის პირველი მოადგილის კოტე თოფურიას თქმით, რეაბილიტაცია „რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან“ ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟი, ასევე, სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. „ქალაქს დიდი ხანია ეს პრობლემა აწუხებს. ვფიქრობ, მისი პირველი ეტაპი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ მოვამზადეთ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შენობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას გულისხმობს. ტენდერი გუშინ გამოცხადდა და ველოდებით გამარჯვებულს. დარწმუნებული ვარ წელსვე ქალაქი მიიღებს სრულყოფილად გამართულ თეატრს“, - აღნიშნა კოტე თოფურიამ.

შესყიდვის ობიექტის სავარუდო ღირებულება 904 824 ლარს შეადგენს. თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო თეატრალური დასი ფოლკლორის ცენტრის შენობაში გადავიდა და პრობლემის მოგვარებამდე მუშაობას იქ გააგრძელებს.

ფოთის თეატრი, რომელიც 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა და 2014 წელს გაიხსნა, მალევე სარეაბილიტაციო გახდა. გასული წლის თებერვალში კი ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს