ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პირი, რომელმაც ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე დავით გულიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს.

მოქალაქე დავით გულიაშვილის განცხადებით, მას 23 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული დ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე დავით გულიაშვილი აცხადებდა, რომ მას სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი-გიორგი მიქაძე და ამავე საქმეში ფიგურირებს მისი ძმა, დავით მიქაძე.

დავით გულიაშვილი „კურიერთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, იქიდან წამოსულს ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრი გიორგი მიქაძე. გულიაშვილის თქმით, მანამდე პოლიციამ გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა, მან ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა