გორის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიას მიმართა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა, ფრაქცია ფაქტობრივად დაშლილია. აღნიშნული საკითხი საკრებულო სხდომაზე 11 მარტს განიხილება.

თავად ირმა ამბარდნიშვილი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, კომენტარს არ აკეთებს. კომენტარისგან ასევე თავს იკავებენ ფრაქციის სხვა წევრებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია რატომ მიიღო საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება.

„მასთან ამ საკითხზე შეხვედრა და საუბარი აქ მქონია. ფრაქციის დატოვების თაობაზე განცხადება ელექტრონულად შემოვიდა და მე რეზოლუცია დავადე. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს საპროცედურო და ეთიკის კომისია იმსჯელებს და 11 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გაიტანს, თუმცა, ირმა ამბარდნიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე ფრაქცია უკვე დატოვა და შესაბამისად, ეს ფრაქცია, რომელიც მხოლოდ 3 წევრისგან შედგებოდა, დაშლილად ითვლება“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

იხილეთ ვიდეო: გორის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს