ვროცლავში რეგიონულ პარლამენტთა სამმხრივი სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურმა დელეგაციამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით ქალაქ ვროცლავში რეგიონულ პარლამენტთა შორის სამმხრივ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე.

სამმხრივი შეხვედრა წელს პირველად გაიმართა და მიზნად ისახავს ქვემო სილეზიის რეგიონულ პარლამენტს, ბრანდენბურგის ლანდტაგსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის სამმხრივი სამუშაო ფორმატისა და სამომავლო თანამშრომლობის დეტალების განხილვას.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს, მათ შორის კულტურის, სპორტის, ტურიზმის, მედიცინისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. 2020 წლისთვის დაგეგმილია სამმხრივი ეკონომიკური ფორუმის ჩატარება, რომელშიც სამივე რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი და ხელს შეუწყობს აჭარის პოპულარიზაციას და ბიზნეს კონტაქტების დამყარებას ევროპის წამყვან ქვეყნებთან. გარდა ამისა, რეგიონების საკანონმდებლო ხელისუფლების პირველმა პირებმა ტურიზმის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო მომავალი წლისთვის სამმხრივი ტურისტული ფორუმის ორგანიზების დეტალებს და მოსალოდნელ შედეგებს.

შეხვედრა ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტის, ანდჟეი იაროშის მასპინძლობით გაიმართა და მას ბრანდენბურგის ლანდტაგის პრეზიდენტი, ბრიტა შტარკი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე დელეგაციებთან ერთად ესწრებოდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭო დამეგობრებულია როგორც ბრანდენბურგის, ასევე, ქვემო სილეზიის რეგიონულ პარლამენტთან და აქტიურად თანამშრომლობს ორივე რეგიონის საკანონმდებლო უწყებასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა