აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების ნაწილს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ქონება აღმოაჩნდათ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების ნაწილს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ქონება აღმოაჩნდათ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების ნაწილს რეგისტრირებული ქონება აღმოაჩნდათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ოჯახების ნაწილს, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები აქვს რეგისტრირებული, ასევე სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს დაზარალებულებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია აქვთ მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ბინის გადაცემის მიზნით, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებთა აღწერას აჭარის მთავრობა ატარებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 600 ოჯახია შესწავლილი და სარეგისტრაციო პროცესი ერთ თვეში დასრულდება.

რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟავძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. კორპუსების მშენებლობა იმავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.