ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავეს

ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააკავა. მათ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლით ედავება: სსკ-ის 117 მუხლით ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, სსკ-ის 236-ე მუხლით ცეცხლსასროლი იარაღის მართლ-საწინააღმდეგო შეძენა შენახვითა და სსკ-ის 239-ე მუხლით იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7-წლამდე ვადით ემუქრება.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პაციენტების მნახველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებისას სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება შედარებით მძიმეა. მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დაშავებულ ოთხ პირს, ექიმების ინფორმაციით, მათ ადგილზე გაეწიათ პირველადი დახმარება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოსთან პაციენტის მნახველებმა ერთმანეთი დაჭრეს - დაკავებულია 5 ადამიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა