უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ვალდებულება ეკისრებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უზრუნველყონ. ვალდებულების ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ სანქცია დაეკისრებათ.

პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, სანქციად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა.

გარდა ამისა, თუ ფინანსური ინსტიტუტის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იგი ვალდებული ხდება, უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარისა.

იხილეთ ვიდეო: უცხოელს, რომელიც საქართველოში მის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას არ დაამუშავებს სანქციები დაეკისრება

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა