მეტალურგებისა და მაღაროელების შვილებმა დედებს დედის დღე ვიდეორგოლით  მიულოცეს

“ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზია” – მეტალურგებისა და მაღაროელების შვილებმა დედის დღე დედებს ემოციური ვიდეორგოლით მიულოცეს. დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ვიდეორგოლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" მოამზადა.

"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგებისა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროელების შვილებმა დედის დღე დედებს ორიგინალურად მიულოცეს. ბავშვების თვალით დანახული დედები და მათი საქმიანობა სახალისო აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, უმეტესობას დედასთან მეტი დროის გატარება, თამაში და სეირნობა სურს", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "მინდა, რომ სულ იყოს და არ გარდაიცვალოს" - რა უსურვეს მეტალურგების და მაღაროელების შვილებმა დედებს - ემოციური ვიდეო

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა