გორის მერმა მელოგინე დედებს და ას წელს გადაცილებულ მოხუცებს დედის დღე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილე ეკატერინე სუხიშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა მელოგინე დედებს და ას წელს გადაცილებულ მოხუცებს დედის დღე მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკასა და სამშობიარო სახლ "იავანაში" იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებისგან ახალბედა დედებმა ფასიანი საჩუქრები, იქ მომუშავე მედ-პერსონალმა კი, ქოთნის ყვავილები მიიღეს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზაშვილმა მელოგინე დედებს ერის გამრავლებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში ისინი კიდევ მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამშობიარო სახლებში ვიზიტის შემდეგ, მერიის წარმომადგენლები ას წელს გადაცილებულ მოხუცებთან სახლებში იმყოფებოდნენ. მერმა მოხუცი დედები თაიგულებით და თბილი პლედებით დაასაჩუქრა.

3 მარტის ღონისძიებებს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ნათია მაკრახიძის სპექტაკლი “ფანჯრებს იქით“ დაასრულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა