ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს გადააჭარბა.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გზების გაწმენდით სამუშაოებს მერიისა და საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ახორციელებენ.

ხულოს მერიის ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებს ხულო-უჩხოს საავტომობილო გზაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე გაეცნენ.