აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაციამ ქვემო სილეზიაში ვიზიტი დაასრულა

ძალიან ნაყოფიერი სამმხრივი შეხვედრა გვქონდა სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდჟეი იაროშთან და ბრანდენბურგის ლანდტაგის პრეზიდენტთან, ბრიტა შტარკთან. შეხვედრაზე სამივე მხარემ გამოხატა მზაობა, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს სამმხრივ ფორმატში და გაგვიზიაროს ევროპული საპარლამენტო გამოცდილება,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ოფიციალურმა დელეგაციამ, საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით ქ. ვროცლავში ვიზიტი დაასრულა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ : ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებთან, სადაც მხარეებმა 2016 წელს დაწყებული თანამშრომლობის აქტიურ მიმდინარეობაზე ისაუბრეს. 2019 წლიდან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდება და ეკონომიკის, ტურიზმის, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას დაემატება განათლების სფეროც. დაგეგმილია პედაგოგთა და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების განხორციელება, სადაც, ასევე ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც.

ოფიციალური შეხვედრები გაიმართა სილეზიის სავოევოდოს მარშალთან, ცეზარი ფშიბილსკისთან. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვროცლავის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიალშიც, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა