ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „დედის დღე“ საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „დედის დღე“ საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დედებს დედის დღე მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორმოცდაათამდე ოჯახს სასაჩუქრე ამანათი გადასცეს.

„გვინდოდა მცირედი წვლილი შეგვეტანა დღევანდელი დღის გალამაზებაში. მრავალშვილიან ოჯახებს და განსაკუთრებით დედებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდებათ სახელმწიფოსგან. ვულოცავ ყველა დედას ამ დღეს და შვილების სიმრავლესთან ერთად უფრო მეტ კეთილდღეობას ვუსურვებ“, - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით განხორციელდა.