აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, პოლონეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია აჭარისთვის, სადაც დეპარტამენტი აქტიურ ონლაინ და სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს, ხოლო წლის განმავლობაში კი სამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.

„მზარდია რეგიონში პოლონელი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 2018 წელს 11,5%-იან ზრდას ითვალისწინებდა.

2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს რეგიონს პოპულარიზაციას, მათ შორის ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ბარსელონას, ლონდონისა და საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო