გია ვოლსკი – ოპოზიცია ითხოვს, რომ  ყველანაირი მოლაპარაკებები გაუქმდეს და დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის

ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები, დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის, გარკვეული პრობლემები შეექმნას ადამიანებს ვინც ამ ბიზნესშია ჩართული; ოპოზიცია ითხოვს, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყდეს, მაშინაც, თუნდაც საქართველოს უსაფრთხოების თემებთან იყოს დაკავშირებული; მე ვფიქრობ რომ ეს არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციისთვის ეს არის ტრიბუნა, სადაც შეუძლიათ, იქილიკონ, იჩხუბონ ყურადღება მიიქციონ, დადგან პოლიტიკური შოუ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა, მიუხედავად ამ კომპონენტებისა, საინტერესო იყო.

„ვიღაცას ეჩვენება, რომ ეს სხდომა არ უნდა იყოს დახურულ ფორმატში, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ამომწურავი ხანდახან ვრცელიც კი, მე ვფქრობ, რომ სწორედ ეს არის ის მასალა, რომელსაც ღებულობს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, თუნდაც ხელისუფლება შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. ოპოზიციისთვის ეს როგორც ყოველთვის არის ტრიბუნა, სადაც შეუძლიათ, იქილიკონ, იჩხუბონ ყურადღება მიიქციონ დადგან პოლიტიკური შოუ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ კომპონენტებისა, საინტერესო იყო განხილვა; მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები, რომ დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის გარკვეული პრობლემები შეექმნას ადამიანებს ვინც ამ ბიზნესშია ჩართული. ოპოზიცია ითხოვს, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყდეს თუკი ეს თუნდაც საქართველოს უსაფრთხოების თემებთან არის დაკავშირებული და თუნდაც ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით პოზიტიური შეხედულება ჰქონდეს . მე ვფიქრობ რომ არასწორია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, ვოლსკიმ განაცხადა, რომ მცდელობაა, რომ ფართო კონსულტაციებს ასეთი შეხვედრის წინ ჩირქი მოსცხონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა