ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 25 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 29 სკოლიდან 25 სკოლაზე უკვე გამოაცხადა პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი. სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, კიდევ 4 რეგიონში 60 მოსწავლეზე გათვლილი შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ეს სკოლებია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის სკოლები. ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია