აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს

აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს თინა ოდიშარიას დედის დღე მიულოცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ თინა ოდიშარიას დედის დღე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მიულოცეს. მათ ოდიშარიას ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გაწეული უანგარო შრომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელი გადასცეს.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, თინა ოდიშარია 1919 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაიბადა. 1958 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მუშაობდა სოხუმის №16 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემას და იყო გამორჩეული, სანიმუშო პედაგოგი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მისი შვილი ლორენ ოდიშარია სოხუმში დახვრიტეს.

2019 წლის 20 მარტს თინა ოდიშარიას 100 წელი შეუსრულდება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ