მარიამ ქვრივიშვილი საოჯახო სასტუმროების მესაკუთრეებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საოჯახო სასტუმროების მესაკუთრეებს შეხვდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"დღეს ჩვენ შევხვდით საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ, რომ ერთობლივად მეტი გავაკეთოთ, რათა შეიქმნას მეტი დასაქმების ადგილი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც ნიშნავს მოსახლეობისათვის ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღებას.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ასევე მომსახურების დონის გაუმჯობესებაზე. საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს გავაცანით ის გეგმები, რაც ჩვენ გაგვაჩნია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. ეს გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო, ასევე გადასამზადებელ კურსებს, რომელსაც ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფასოდ გამართავს",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია