5-6 მარტს საქართველოს ავღანეთის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა

5-6 მარტს საქართველოში ავღანეთიდან ინდუსტრიისა და კომერციის მინისტრის მოადგილისა და ავღანეთის პრეზიდენტის ეკონომიკის საკითხებში უფროსი მრჩევლის ხელმძღვანელობით მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამის ფარგლებში შედგება, რომელიც ორიენტირებულია ავღანეთში კერძო სექტორისა და მეწარმეობის განვითარებაზე.

ეკონომიკის სამინისტრს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი პროცესი იქცა მისაბაძ მაგალითად რეგიონის ქვეყნებისათვის. მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის არსებული მხარდაჭერის პროგრამები რამდენიმე წელია წარმატებით დაინერგა საქართველოში. არსებული მექანიზმების გაცნობით დაინტერესებული ავღანური მხარე ვიზიტის ფარგლებში გამართავს სხვადასხვა შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებულ რამდენიმე სააგენტოსთან, მათ შორის სსიპ-თან „აწარმოე საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დირექტორსა და ავღანური მხარის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასული წლის 19 ნოემბერს, პარიზში, საფრანგეთში OECD Eurasian Week 2018 – ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო და კონკრეტულად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დასახელდა, როგორც წარმატებული მაგალითი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრის მსვლელობისას, ასევე, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

5 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ეკა ნიქაბაძე გახსნის ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით, ხოლო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, ბატონი მიხეილ ხიდურელი, სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილავს სააგენტოს მიერ ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობისათვის დანერგილ პროგრამებსა და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

„ავღანური დელეგაციის ვიზიტი ემსახურება ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებას, შესაბამისად, 6 მარტს დაგეგმილია შეხვედრა სააგენტოს ოფისში, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ დეტალური ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებისა და ზოგადად სააგენტოს, როგორც წარმატებული მაგალითის შესახებ“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა