გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირები, უნდილაანთკარი, ბაზალეთი, გრიგოლაანი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე - სოფლებში: წითელი კლდე, ჩინთი, გურგალველი, ვარცლა, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს