აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ კარანაძემ კოლეგებს სასესიო საქმიანობის განახლება მიულოცა და დღის წესრიგის პროექტი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტისა და დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილის, დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვას. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამჯერად მეორე მოსმენით განიხილება, მოიცავს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში