ქუთაისში ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში „ნავნეს" მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

მაღაზიის თანამშრომლების და მომხმარებლების ევაკუაცია მოხდა, რომლებიც ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო -სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.