ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

ბათუმში, აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მშენებარე კორპუსის დაერთების და ტექნიკური სამუშაოების შესრულების გამო, 5 მარტის 23:00 საათიდან, 6 მარტის 09:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: ხახუტაიშვილის ქუჩას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში, ინასარიძის ქუჩას: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩას: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152 შეუძლიათ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს