დიმიტრი გაბუნია - პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაში ყველა ის აქცენტი გაკეთდება, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს ეხება

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში ყველა ის აქცენტი გაკეთდება, რომელიც დღევანდელ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს ეხება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.

“ხვალ პრეზიდენტი წარსდგება სიტყვით და პარლამენტის მეშვეობით მოსახლეობას მიმართავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხსენებაში გაკეთდება ყველა ის აქცენტი, რომელიც დღევანდელ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს ეხება“, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12:00 საათზე გამოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა