ხატია მოისწრაფიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობების განახლება

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყვეს.

„საუბარია საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ, კონტინენტური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრებს სამომავლო პერსპექტივებზე. მათი თქმით, უნდა მოიძებნოს ასეთივე გამაერთიანებელი, მასშტაბური პროექტები სატრანსპორტო სფეროში, ამის პოტენციალი არსებობს და აუცილებელია მათი გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რამაც შეიძლება მოგვცეს ჩვენი თანამშრომლობის ის ღერძი, რომელიც წინა პერიოდში მხოლოდ ენერგეტიკას ეკავა.

დღეს რეგიონი სტაბილურია და შეიძლება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის თემას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ორივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობების განახლება, იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს ერთობლივი საზღვარი. პრეზიდენტის აზრით, ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა