ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა. სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ საძოვრების გაყიდვა გააპროტესტა. მათი ინფორმაციით, 2017 წელს, კერძო პირზე 15 ჰექტარ მიწის ფართობი ისე გასხვისდა, რომ მათ არაფერი იცოდნენ.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ სოფელს აღნიშნული მიწა 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული.
აქციის მონაწილეების თქმით, საქონლის გამოსაკვებად და სამეურნეო დანიშნულებისთვის, სწორედ ამ ტერიტორიით სარგებლობდნენ, თუმცა ყოფილი გამგებლის, ილია მზექალაშვილის ყოფნის დროს აუქციონი ისე გამოცხადდა, რომ მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა.
ზინობიანელებმა სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.

























