ანონსი  6 მარტი

6 მარტს, 09:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

6 მარტს, 10:00 საათზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პრესკონფერენციას გამართავს და შეაფასებს 2018 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მის.: კახიძის #15

6 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ საელჩოს საქართველოში, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, “გილეადის” წარმომადგენლები და სხვა პირები.

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

მის.: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99

6 მარტს, 10:30 საათზე, „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" მართავს კონფერენციას - “ახალგაზრდების დასაქმება - არსებული გამოწვევები და მიდგომები“, რომლის მიმდინარე თემაა - „არაფორმალური განათლება სოციალური უნარების განვითარებისათვის და დასაქმების სერვისები“.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე; საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი; ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი, ირაკლი ჟორჟოლიანი; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ნინო სამველიძე და სხვა.

მის.: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის მოედანი #1

6 მარტს, 10:45 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეხვედრა UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტთან საპარლამენტო განვითარების დარგში, ჯონათან მერფისთან და ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გამტკიცება საქართველოში“ მენეჯერთან, სოფო გურულთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

6 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე თემაზე: „არაფორმალური განათლება ტრანსვერსული უნარების განვითარებისათვის და დასაქმების სერვისები“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას გახსნის.

ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი”

მის.: 26 მაისის მოედანი #1

6 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის ლევან სამუშიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა და ხელმოწერების შეგროვება.

სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ადვოკატების კამპანია „აიცილე მურუსიძე“. მმართველ გუნდში განვითარებული პროცესები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

6 მარტს, 11:00 საათზე, “ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის წევრები სოსო ჯაჭვლიანი და დავით ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

6 მარტს, 11:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს

თემა -ბაგა-ბაღების პედაგოგების კვების საკითხი

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო - 551662525

6 მარტს, 11:15 საათზე, ჯანდაცვის ექსპერტი, "ახალი საქართველოს" წევრი, სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა-ფინანსური ხარვეზები პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო-551662525

6 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა და ხელმოწერების შეგროვება.

სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მმართველ გუნდში განვითარებული პროცესები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

6 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

6 მარტს, 13:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპენსიო სააგენტოში ხელმოწერებს ჩააბარებენ (”დაგროვებითი პენსია იყოს ნებაყოფლობითი”) და საკუთარ მოთხოვნებსა და სამოქმედო გეგმას გახმაურებენ.

6 მარტს, 14:00 საათზე, ვლადიმერ პუტინისა და ანატალო ბიბოლოვის შეხვედრასთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: აბულაძის 8

6 მარტს, 15:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, „ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის“ საკითხთან დაკავშირებით.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

6 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

მის:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

6 მარტს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეხვედრა USAID-ის დირექტორთან, ადამ შმიტთან და USAID/PROLOG-ის ხელმძღვანელობასთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

6 მარტს, 16:00 საათზე, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონში საგანმანათლებლო ტურნე გაიმართება.

მის.: ზუგდიდის ტექნოპარკი,

საკონტაქტო პირები:გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების ანალიტიკოსი გვანცა ასათიანი: 599 51 73 71; გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების ანალიტიკოსი სალომე ბენიძე: 577 211 300;

6 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

6 მარტს, 18:00 საათზე, რუსთავის „არტ კაფეში“ ”პალიტრა L”–ის ორგანიზებით, მკითხველებს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“–ის გამარჯვებულები: ნათია ჯაგოდნიშვილი; გვანცა გუბელაძე და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“–ის გამარჯვებული, ია კარგარეთელი შეხვდებიან.

6 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ახალგაზრდა მხატვრის, სალომე ჩადუნელის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

6 მარტს, 21:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” შტაბში ზაალ უდუმაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის N29, მეოთხე სართული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს