ამბროლაურის მერი საბავშვო ბაღების მონიტორინგს ახორციელებს

ამბროლაურის მერი საბავშვო ბაღების მონიტორინგს ახორციელებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგს პირადად ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მერი ამბროლაურის, სოფელ ჭყვიშისა და სოფელ ჭრებალოს საბავშვო ბაღებს ესტუმრა, აღმზრდელ-პედაგოგებთან ერთად ბაღებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო და არსებული სამუშაო პირობებით, გათბობით, სანიტარული ნორმების დაცვით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდა.

„შეხვედრები, რომლის ძირითად მიზანს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში გაგრძელდება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.