ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი - ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და არაფერს აკეთებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი და ისინი არაფერს აკეთებენ, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბოიკოტს.

ანრი ოხანაშვილის თქით, ის ელოდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტს დღეს მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება. მისივე განცხადებით, საუბარი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის როლის გაძლიერებასაც შეეხება.

„ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით პრეზიდენტის გამოსვლას და გვჯერა, რომ ეს იქნება საინტერესო გამოსვლა და ჩვენი საზოგადოება მიიღებს მნიშვნელოვან გზავნილებს საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით. ასევე, რა მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ, რომ მისი როლი, მისი სტატუსიდან გამომდინარე გავაძლიეროთ“ , -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის ისურვებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა" დასწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას.

"ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი და ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას. სასურველი იქნებოდა, რომ ისინი მოსულიყვნენ და დასწრებოდნენ ამ გამოსვლას. მათ შეეძლოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენ ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა