აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია იტალიელ ინვესტორს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია იტალიელ ინვესტორს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, აბაშა-მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან ერთად იტალიელ აგრონომს, ექსპერტს, ინვესტორს, რენატო ლოსის შეხვდა.

შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა კვიტაშვილი, მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რენატო ლოსიმ ისაუბრა ლოკოკინას აბაშაში მოშენების, წარმოებისა და რენტაბელურობის შესახებ, განმარტა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ნოტიო ჰავა შესაფერისია ლოკოკინასთვის და ამდენად ხელსაყრელია მწარმოებლისთვის.

„ეკონომიკის ზრდა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მსგავსი ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, მეტი კომპანია დავაინტერესოთ აბაშის მუნიციპალიტეტით, შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება, აბაშას აქვს ის პოტენციალი და გარემო, რომ ჩაერთოს იმ ეკონომიკურ პროცესებში, რაც საქართველოში მიმდინარეობს“, -აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.