აბაშის მერი ნაესაკოვოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აბაშის მერი ნაესაკოვოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, კონსტანტინე კუჭუხიძესთან და მერის წარმომადგენელთან ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურაიასთან ერთად, ნაესაკოვოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აბაშის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19499 ლარით ფინანსდება, ითვალისწინებს სკოლაში მეორე და მესამე სართულის დერეფნის კედლის და კარ-ფანჯრების შეცვლას. პროექტი ასევე ითვალისწინებს აბაშის მუნიციპალიტეტში ნაესაკოვოს, კეთილარის, ტყვირისა და აბაშის მეორე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. „გილანი XXI” ასრულებს, დეკემბერში დაიწყო და მარტის ბოლოს დასრულდება.