აბაშის მერი ლევან მაკალათია ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელს, ანა ცანავას და ცენტრის მიერ მოწვეულ ექსპერტს, გიორგი ფარეშიშვილს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მერიიდან აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრას მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერიის, ააიპ-ების თანამშრომლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

აბაშის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

„18-თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონული ბიურო იმუშავებს. აღნიშნული პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი მიწოდება“, - ნათქვამია აბაშის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა