ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება გადავიდეს პატიმართა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება გადავიდეს პატიმართა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნება.

„პატიმართა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს კონცეფცია, არ მოგვისმენია. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, თუმცა რა სახის მოდელსა და კონცეფციაზეა საუბარი, ჩვენ დეტალები არ მოგვისმენია. მჯერა და იმედი მაქვს, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პატიმართა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა