ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დავით ოქიტაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დავით ოქიტაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც "საქართველოს კულტურის პალატისთვის" ობიექტის გადაცემის საკითხი განიხილება, ხმაური იყო.

ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და „კულტურის პალატის“ წარმომადგენლები, მათ შორის დავით ოქიტაშვილი დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიამ „კულტურის პალატისთვის“ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა გააპროტესტა, აღნიშნულს სამარცხვინო უწოდა და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. შუშანიას განცხადებამ დავით ოქიტაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოქიტაშვილმა შუშანიას "გარეწარი" უწოდა და განაცხადა, სირცხვილი ის არის, „გიგა შუშანია რომ ზის საკრებულოში“.

დაპირისპირების შემდეგ გიგა შუშანიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ფაქტს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი და განაცხადა, რომ „ყველამ პატივი უნდა სცეს საკრებულოს და მის წევრებს და არავინ ასე არ უნდა ესაუბრებოდეს“.

იხილეთ ვიდეო: სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დავით ოქიტაშვილსა და "ნაციონალებს" შორის