საპატრიარქოს ხელშეწყობით, ეპარქიებში ხორბლის თესვა დაიწყება

პატრიარქის ბრძანებით, საპატრიარქოსთან არსებულ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განყოფილებასთან ქართული ჯიშების ბიო-პროდუქტების წარმოების და მათი რეალიზაციის ხელშემწყობი გაერთიანება, სახელწოდებით „საპატრიარქოს გემოვანი“ შეიქმნა.

“დღევანდელი მემორანდუმით, “ლომთაგორას“ მეურნეობასთან, სადაც გამოჰყავთ ქართული ჯიშები, ჩვენი ეგიდით, ეპარქიებში დაიწყებენ ხორბლის თესვას, რომლის წარმოებასაც უზრუნველყოფს კომპანია „მზეთამზე“, - ამის შესახებ ,,საპატრიარქოს გემოვანის“ ხელმძღვანელმა, იღუმენმა ნიკოლოზ გვარლიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

იღუმენის თქმით, მათი მიზანია, ქვეყნის სახნავი მიწების 70%-ზე დაითესოს ქართული ხორბალი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს ხორბლის 5 ენდემური ჯიში, რომელიც საუკეთესოა სასელექციოდ და გააჩნია სამკურნალო თვისებები.

„დღევანდელი მემორანდუმით, (,,საპატრიარქოს გემოვანი“, ფირმა ,,ლომთაგორა“, შპს ,,გემოვანი“ ) თანხმდებიან, რომ ხელი შეუწყონ საქართველოში ქართული ბიო-პროდუქტების წარმოებასა და რეალიზაციას; ,,საპატრიარქოს გემოვანი“ საქართველოში მოქმედ ეპარქიებსა და მათში შემავალ სოფლებში განახორციელებს მარცვლოვანი კულტურების, კერძოდ, ხორბლისა და სიმინდის პირველად წარმოებასა და ამ საქმიანობის ყოველმხრივ ხელშეწყობას, ფირმა ,,ლომთაგორა“ განახორციელებს ენდემური სახეობის, ადგილობრივი ჯიშის, უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი გამძლე ხორბლისა და სიმინდის ჯიშების შექმნას, გამრავლებასა და წარმოებას; შპს ,,გემოვანი“ უზრუნველყოფს გაერთიანება ,,საპატრიარქოს გემოვანის“ ხელშეწყობით მიღებული ხორბლისა და სიმინდის შესყიდვასა და პურისა და ფქვილის რეალიზაციას ,,მზეთამზეს“ სავაჭრო ნიშნით; შპს“ "გემოვანი“ ქველმოქმედების სახით მოგების 10%-ს გადაურიცხავს საქართველოს საპატრიარქოს“, - ნათქვამია მემორანდუმში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს