ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში, თსუ-ში შეხვედრა გაიმართა

ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს იულსონი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და, ზოგადად, ახალგაზრდობის ინფორმირება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.

თსუ-ს რექტორის მოადგილის, ალექსანდრე ცისკარიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა, ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარების გზებისა და საშუალებების პოპულარიზაციას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დიალოგის ეფექტიანად წარმართვას.

„ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებს ესაუბრონ იმ უდიდესი ზიანის შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარება იწვევს. საქართველოშიც ძალიან სერიოზულ პრობლემად აღვიქვამთ ნარკოტიკების მოხმარებას. ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და პირველ რიგში, ეს ეხება პრევენციულ ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,“ - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს წარმატებულ მომავალს.

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ჯანმრთელი ცხოვრებისა და ნარკოტიკების არ გამოყენებისაკენ მოვუწოდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი განვითარებისათვის,“ - აღნიშნა უილსონმა.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, სანდრო მარანელმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

„დღევანდელ დღეს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს, რათა შემდგომში გართულებები ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა სტუდენტმა.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს