რუსთავში  ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა

რუსთავში, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა ეროვნული გმირის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

მათივე ინფორმააციით, ეროვნული გმირის მემორიალთან რუსთავის საზოგადოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. მათ საქართველოს ეროვნული გმირის ღვაწლზე ისაუბრეს და მისი რუსთავში მუშაობის პერიოდი გაიხსენეს. ჟიული შარტავას მემორიალთან ანსამბლმა „,ალავერდმა“ რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა შეასრულა, ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი პატრიოტულ თემაზე დადგმული ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს.

მოგვიანებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრში, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ფოტოგამოფენა გაიმართა.

დღესვე, აფხაზეთის სახელმწიფო თეატრში, რუსთავის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი „დაბადების დღე“ წარმოადგინა, რომელიც ჟიული შარტავას სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს. სპექტაკლს სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერიც დაესწრო.

სპექტაკლის პრემიერა, რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემის და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გასული წლის 27 სექტემბერს გაიმართა.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო